მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი შევიდა. 

"უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ვედლოებით", - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.